როგორი ზამთარი გველოდება - ელ-ნინიოს შემდეგ მეცნიერები პოლარულ მორევს აკვირდებიან
1786913717
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე განმარტავს, რა რეგულაციები ამოქმედდება ტაქსებისთვის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში.
„ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში „ა“ კატეგორიის ტაქსის ნებართვა გახდება ფასიანი ქაღალდი. „ა“ კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ნებართვა უფასოდ, მუდმივ საკუთრებაში გადაეცემათ. ტაქსის ნებართვის წლიური მოსაკრებელი დარჩება უცვლელი. ტაქსების ნებართვების ბაზრის მომსახურება განხორციელდება ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით, ნებართვით სარგებლობა შესაძლებელი იქნება როგორც ტაქსის მომსახურებით, ისე იჯარის, გირავნობის და რეალიზაციის ფორმით გადაცემით“,- განაცხადა კალაძემ.