თოვლი და ქარბუქი! - ამინდი უარესდება
1770147176
მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა MMA ვებგვერდმა, Sherdog-მა თავისი ვერსიით Pound for Pound-ის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილიც შეიყვანა და მაღალ საფეხურებზე დააყენა.
Sherdog-ის ვერსიით, ილია თოფურია მეორე პოზიციაზეა, მერაბ დვალიშვილი კი მეექვსეზე.
რას წერს გამოცემა ილიას შესახებ:
„თოფურიამ წინასწარ თქვა, რასაც აპირებდა და შეასრულა კიდეც — მან ჩარლზ ოლივეირა UFC 317-ის მთავარ ბრძოლაში ნოკაუტში ჩააგდო. ამ გამარჯვებით, „მატადორი“ გახდა პირველი დაუმარცხებელი მებრძოლი, რომელიც UFC-ის ორი დივიზიონის ჩემპიონობას ფლობს. თოფურიას ახლა ზედიზედ აქვს ნოკაუტით მოპოვებული გამარჯვებები ალექსანდრე ვოლკანოვსკისთან, მაქს ჰოლოუეისა და ოლივეირასთან — ეს არის სერია, რომელიც ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც ნებისმიერი სხვა ბოლო დროის ისტორიაში. თოფურია 2026 წლის პირველ კვარტალში პირადი მიზეზების გამო არ იბრძოლებს, თუმცა ტიტულების გაერთიანება ახალ დროებით ჩემპიონთან, ჯასტინ გეიჯისთან, შესაძლოა გარდაუვალი იყოს, როგორც კი ის დაბრუნებისთვის მზად იქნება.“