ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა
1754251043
დღეიდან ძალაში შედის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეკომენდაცია, რომელიც მედპერსონალისთვის იზოლაციის ვადის 8-დან 5 დღემდე შემცირებას ითვალისწინებს.
გადაწყვეტილების მიზანია, კლინიკებს არ შეექმნათ პერსონალის დეფიციტი. რაც შეეხება ეპიდვითარებას - სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში ვითარების გაუმჯობესება და მეექვსე ტალღის პიკის დაძლევა თებერვლის ბოლოსთვის შესაძლებელი იქნება.
მათი შეფასებით, ახალი შტამის მსუბუქმა მიმდინარეობამ მდგომარეობის დასტაბილურებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. თუმცა კიდევ ერთხელ ყურადღება ვაქცინაციაზე მახვილდება.
ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი, ნათია გორდაძე ამბობს, რომ ომიკრონის მარტივ მიმდინარეობას იმუნიზაცია და ბუსტერ დოზა განაპირობებს.
ის მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში დროულად ჩართვისკენ მოუწოდებს, განსაკუთრებით კი 50 წელს გადაცილებულ და ქრონიკული დაავადების მქონე პირებს.
ასევე ნახეთ - ეკონომიკის ახალი მინისტრი
ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა
1754251043
„თელასი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს
1754291542
გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603