კორონავირუსი გააქტიურდა - ნახეთ, როგორია ბოლო კვირის სტატისტიკა

კორონავირუსი საქართველო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 18 ივლისიდან 24  ივლისის ჩათვლით, ჩატარებული 74 245 კოვიდტესტიდან  ინფიცირების 10 253 შემთხვევა დადასტურდა. უწყების ცნობით,  ვირუსს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, მათი რიცხვი 7 508-ს შეადგენს.

ცნობისთვის,  13 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 616 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი. 

4 ივლისიდან 10 ივლისის პერიოდში,  გარდაიცვალა 3 პაციენტი.

10-17 ივლისის ჩათვლით, ქვეყანაში ვირუსს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.