2 570 ახალი შემთხვევა - დაავადებათა კონტროლის ცენტრი ახალ მონაცემებს აქვეყნებს

კოვიდ ტესტი

დაავადებათა კონტროლის ცენტრი კორონავირუსის ახალი შემთხვევების სტატისტიკას აქვეყნებს.

განახლებული მონაცემებით, საქართველოში, ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსის 2 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 1 103 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 3 პაციენტი.

სულ ჩატარდა - 63 443 ტესტი ( 56 699 ანტიგენ ტესტი, 6 744 პჯრ ტესტი )

7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია-4.05%

აღნიშნული მონაცემები 20.06.2022-26.06.2022 პერიოდს ეკუთვნის.

გაზრდილი შემთხვევების ფონზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, მოსახლეობას მეორე ბუსტერი დოზის გაკეთებას ურჩევს.

„b4 და b5 ხასიათდებიან უფრო მაღალი ტრანსმისიით, ანუ გავრცელებით და გადადებით, მაგრამ მისი სიმძიმე არ არის უფრო მეტი. მთავარ რეკომენდაციად შემოდგომისთვის ისევ და ისევ იმუნური ფენის გაზრდა რჩება. ამიტომ აუცილებელია, რომ მივმართოთ ამცრელ პუნქტებს და ავიცრათ. ვინც აცრილია და „ბუსტერიც“ გაკეთებული აქვს, სასურველია, რომ მეორე „ბუსტერი“ გაიკეთონ“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.