კორონავირუსი გააქტიურდა - როგორია გარდაცვალების სტატისტიკა

საავადმყოფო

ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში, საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებულთა მხრიდან მიმართვიანობა გაიზარდა.

გაზრდილი შემთხვევების ფონზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, მოსახლეობას მეორე ბუსტერი დოზის გაკეთებას ურჩევს. 

„b4 და b5 ხასიათდებიან უფრო მაღალი ტრანსმისიით, ანუ გავრცელებით და გადადებით, მაგრამ მისი სიმძიმე არ არის უფრო მეტი. მთავარ რეკომენდაციად შემოდგომისთვის ისევ და ისევ იმუნური ფენის გაზრდა რჩება. ამიტომ აუცილებელია, რომ მივმართოთ ამცრელ პუნქტებს და ავიცრათ. ვინც აცრილია და „ბუსტერიც“ გაკეთებული აქვს, სასურველია, რომ მეორე „ბუსტერი“ გაიკეთონ“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

გასულ კვირას საქართველოში კორონავირუსის 1 058 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა - 646, ხოლო აღირიცხა  2 გარდაცვალების შემთხვევა.

სულ ჩატარდა - 63 404 ტესტი ( 57 457 ანტიგენ ტესტი, 5 847 პჯრ ტესტი )

უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი

7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია-1.67%

აღნიშნული მონაცემები 20.06.2022-26.06.2022 პერიოდს ეკუთვნის.