რა ღირს საათობრივი პარკირების საშვები თბილისში

პარკირება

2022 წლის 1-ელი ივლისიდან, თბილისში, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა საბურთალოსა და ისნის რაიონებში, ჯამში 32 ქუჩაზე ამოქმედდება, აქედან 31 ქუჩა საბურთალოს რაიონშია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს, 32 ქუჩაზე, ჯამში, 1751 საპარკინგე ადგილი იქნება, აქედან 37 ადგილი შშმ პირთათვის.

მერიის ინფორმაციით, პარკირების საფასური “A” ზონაში განსაზღვრულია 1 საათი, 1 ლარის ოდენობით. 

„საბურთალოს რაიონში მერაბ კოსტავას ქუჩაზე იქნება 98 საპარკინგე ადგილი, მათ შორის, 6 შშმ პირთათვის, გიორგი მიროტაძის ქუჩაზე - 49 ადგილი, მათ შორის 2 შშმ და 1 ელექტრომობილის დამუხტვისთვის; არჩილ სულაკაურის ქუჩაზე განსაზღვრულია 23 საპარკინგე ადგილი; იპოლიტე ხვიჩიას ქუჩაზე - 82 ადგილი, მათ შორის, 1 შშმ პირთათვის; ვახტანგ ჭაბუკიანის ქუჩაზე - 4 ადგილი; გიორგი სააკაძის დაღმართზე - 46 ადგილი, მათ შორის 2 შშმ პირთათვის; ალექსანდრე ქუთათელის ქუჩაზე - 12 ადგილი, მათ შორის 1 შშმ პირთათვის; თინა იოსებიძის ქუჩაზე - 152 ადგილი; დები იშხნელების ქუჩაზე 29 ადგილი, მათ შორის 1 შშმ პირთათვის და 1 ელექტრომობილების დამუხტვისთვის; ჟიული შარტავას ქუჩაზე 38 ადგილი, მათ შორის 5 შშმ პირთათვის; ვიტალი დარასელიას ქუჩაზე - 6 ადგილი; სოფრომ მგალობლიშვილის ქუჩაზე 24 ადგილი, აქედან 1 ელექტრომობილი დამუხტვისთვის; მირზა გელოვანის და ცხინვალის ქუჩებზე 10- 10 ადგილი; სიმონ კანდელაკის ქუჩაზე 45 ადგილი, მათ შორის, 2 შშმ პირთათვის; ბუდაპეშტის ქუჩაზე - 49 ადგილი; გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე - 74 ადგილი, აქედან 3 შშმ პირთათვის; ტაშკენტის ქუჩაზე - 43 ადგილი, მათ შორის, 1 შშმ პირთათვის; ოთარ ჭილაძის ქუჩაზე - 47 ადგილი, მათ შორის, 1 შშმ პირთათვის; იონა ვაკელის ქუჩაზე - 48 ადგილი, მათ შორის, 3 შშმ პირთათვის; შალვა ნუცუბიძის ქუჩაზე - 158 ადგილი; მიხეილ ასათიანის ქუჩაზე - 52 ადგილი, მათ შორის, 1 შშმ პირთათვის; სერგო ზაქარიაძის ქუჩაზე - 96 ადგილი, მათ შორის 1 შშმ პირთათვის; ფერდინანდ თავაძის ქუჩაზე -51 ადგილი; ვაჟა ფშაველას ჩიხი - 46 ადგილი, მათ შორის 1 ელექტრომობილების დამუხტვისთვის; ზაზა და საულ კახიანების ქუჩაზე - 22 ადგილი; მარიჯანის ქუჩაზე - 42 ადგილი, მათ შორის, 1 შშმ პირთათვის; ვარლამ თოფურიას ქუჩაზე - 55 ადგილი; მიხეილ შავიშვილის ქუჩაზე - 44 ადგილი; ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩაზე - 60 ადგილი, მათ შორის 2 შშმ პირთათვის; ელიზბარ მინდელის ქუჩაზე - 67 ადგილი, მათ შორის 1 შშმ პირთათვის.

რაც შეეხება ისნის რაიონს, მეველეს ქუჩაზე 169 ადგილია გათვალისწინებული, მათ შორის 3 ადგილი შშმ პირთათვის“.

ამასთან, თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ კონკრეტულ პირებს, მათ შორის, ზემოთ აღნიშნულ ქუჩებზე ადგილობრივ მცხოვრებლებს, ტაქსის მძღოლებს, შშმ პირებს უფასო პარკირება შეეძლებათ.

 

რა ღირს საათობრივი პარკირების საშვები 

1 საათის განმავლობაში პარკირების საფასური 1 ლარს შეადგენს.

მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსის განცხადებით, ტარიფი იმის მიხედვით გაიზრდება, ვიდრე არ მიაღწევენ ოქროს შუალედს, რომელიც დაგეგმილია, რომ 80% იყოს პარკირებებით დატვირთული, 20% კი ცარიელი.

რაც შეეხება ზონალურ-საათობრივი პარკირების ტარიფებს, 1-დღიანი საათობრივი პარკირების საშვის საფასური 20 ლარს შეადგენს;

1-კვირიანის ფასი - 100 ლარია;

1-თვიანის - 300 ლარი;

6-თვიანის - 500 ლარი;

1-წლიანი საშვის ღირებულება კი 800 ლარია.