ნანუსი კალანდაძეს სასწრაფოდ სჭირდება საზოგადოების დახმარება
1730997338
კურო
კუროებმა უნდა გადაწყვიტონ, რა არის მათთვის უფრო მნიშვნელოვანი – მათი "საფირმო" სიჯიუტე, თუ ურთიერთობები იმ ადამიანთან, რომელიც მათთვის ძვირფასია. თუ გულზე ხელი დაიდებენ და მეორე ვარიანტს აირჩევენ, მოუწევთ თავიანთი სიამაყე დააოკონ და უარი თქვან პრინციპებზე, რომლებიც, სინამდვილეში, განსაკუთრებულ ფასეულობას არ წარმოადგენს, განსაკუთრებით, თუ მათ საყვარელ ადამიანს შევადარებთ.
ქალწული
ქალწულებმა, რომლებიც მოწყენილი არიან მათი პარტნიორის საზოგადოებაში, რომელთანაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ ურთიერთობაში - ან ქორწინებაში, არ უნდა მიიღონ მოულოდნელი გადაწყვეტილებები. არ "ჩაყვინთოთ" ახალ რომანში. ახალმა შეხვედრამ შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას მათ ქორწინებას.
მორიელი
მორიელები, რომლებმაც ჯერ ვერ იპოვეს ბედნიერება პირად ცხოვრებაში, შესაძლოა, შესანიშნავი შესაძლებლობა მიიღონ ამის მისაღწევად. ახალი ადამიანი, რომელიც ამ კვირაში გამოჩნდება მათ გვერდით, თავიდან უარყოფით ემოციებს გამოიწვევს, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანა. უფრო ახლო გაცნობისას თქვენი დამოკიდებულება შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს უკეთესობისკენ.