1791982740
შინაგან საქმეთა სამინისტრო თურქეთის აეროპორტში ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო თურქეთის აეროპორტში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
უწყების ცნობით, ჯაფარიძის რომელიმე ქვეყანაში შესვლის აკრძალვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა არ ყოფილა.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს.










