„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
1792010064
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, მოიმატებს თუ არა ტემპერატურა და რომელ რეგიონებშია ნალექი მოსალოდნელი? შემოდგომის მეორე ნახევარში ამინდი თანდათან უფრო ცვალებადი ხდება, ღამით კი ტემპერატურა განსაკუთრებით მთიან და მაღალმთიან რაიონებში იკლებს.
სინოპტიკოსი ხათუნა ქოქოსაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს:
მისი თქმით, ოქტომბრის ზოგადი პროგნოზის მიხედვით, დასავლეთ საქართველოში თვის საშუალო ტემპერატურა კლიმატურ ნორმასთან შედარებით 1-2 გრადუსით მაღალი უნდა იყოს. ნალექების რაოდენობა კი, საერთო ჯამში, ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოში ოქტომბრის საშუალო ტემპერატურა +19-დან +20 გრადუსამდე იქნება, მთიან რაიონებში +16-დან +17 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი, +14-დან +16 გრადუსამდე.
ცალკეულ დღეებში ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა +26, +27 გრადუსამდეც გაიზარდოს, თუმცა ღამის საათებში საგრძნობლად აცივდება. მთიან და მაღალმთიან რაიონებში ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი.
სინოპტიკოსის შეფასებით, ოქტომბერი მთლიანობაში განსაკუთრებით წვიმიანი არ იქნება. აღმოსავლეთ საქართველო კლიმატური თავისებურებებიდან გამომდინარე, შედარებით მშრალი იქნება, ხოლო ნალექების ალბათობა დასავლეთ საქართველოში უფრო მაღალია.