„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
1792010064
12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე გამოძიება მიმდინარე წლის ზაფხულში განახლდა და ახლაც გრძელდება.
აგვისტოში, მლეთაში, ლომისის სალოცავის მიმდებარედ, 50-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობდა, გამოიყენეს სპეციალური სკანერები და დრონები. შსს-ს ცნობით, ბოლო პერიოდში 20-ზე მეტი პირი ხელახლა გამოიკითხა.
საქმეში ახალი მოწმეები ჩნდებიან. არის სხვადასხვა ვერსიები და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები.
გადაცემაში “VERSUS ირინა ტორონჯაძესთან ერთად” ოჯახის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ თქვა, რომ აქვს ინფორმაცია, სად ინახება გურამ დადიანიძის მობილური ტელეფონი.
ამას პირველად ვაჟღერებ, მე მაქვს ინფორმაცია, სად ინახება გურამ დადიანიძის მობილური ტელეფონი, მზად ვარ ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდო საქმის ახალ გამომძიებელს. აღნიშნული ტელეფონი გურამმა ნამდვილად დატოვა მამიდასთან. გურამი რჩებოდა მამიდასთან და როცა წავიდნენ მლეთაზე, ტელეფონი გურამმა დატოვა მამიდასთან. რაც შეეხება ტელეფონს, სად არის და როგორ, ერთ რამეს ვიტყვი მხოლოდ, გამოძიებას აუცილებლად ექნება“, - თქვა ტარიელ კაკაბაძემ.
ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წლის ივნისში დედაქალაქიდან ლომისობის დღესასწაულზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში იმყოფებოდა. სალოცავიდან დაბრუნებისას ის თანმხლებ ჯგუფს ჩამორჩა და უკვალოდ გაუჩინარდა. მას შემდეგ ოჯახმა არ იცის, რა შეემთხვა გურამს და სად არის ის. საქმის გამოძიება გრძელდება.