წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1771873357
როგორ ვაქციოთ ჩვენი ტრავმები და წარსული ახალ საყრდენად?, – აღნიშნულის შესახებ ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში საინტერესო რჩევას გვიზიარებს.
„ხშირად, როცა ჩვენი გეგმები ინგრევა, ან ცხოვრებისეული ეტაპი სრულდება, ამ გამოცდილებას „წარუმატებლობად“ და გამოუსადეგარ ნაგვად აღვიქვამთ. ვწუხვართ, რომ რაღაც ისე არ წავიდა, როგორც დაგეგმილი გვქონდა. მაგრამ იაპონურ კულტურაში არსებობს ერთი საოცარი ესთეტიკური და ფილოსოფიური კონცეფცია — „მიტატე“ (ახლებურად დანახვა).
იაპონელი მებაღე ძველ წისქვილის ქვას, რომელიც მარცვალს ვეღარ ფქვავს, კი არ აგდებს — ის მას ბაღში, ტალახიან ადგილას დებს, როგორც გადასაბიჯებელ ბილიკს, რათა ზედ ფეხი დაადგას და სუფთად გაიაროს. რა მოხდება, თუ ჩვენს ფსიქოლოგიურ ტრავმებსა და შეცდომებსაც ზუსტად ასე მოვექცევით?
ის, რამაც წარსულში ტკივილი მოგვაყენა და ჩვენი ენერგია გამოფიტა, შეიძლება ჩვენი პიროვნული ზრდის უმყარეს საყრდენად იქცეს! ტრავმა არ არის მხოლოდ ჭრილობა, ეს არის უნიკალური გამოცდილება, რომელსაც შეუძლია სრულიად ახალი გზა დაგვანახოს“, – წერს რამაზ გიგაური.