13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ
1771878200
"ჩვენ კომპლექსურად ვუყურებთ ამ საკითხს - სიღარიბის დაძლევა არ არის უბრალოდ დანახარჯების გაზომვა, არამედ ეს არის იმის მიღწევა, რომ ადამიანების რაც შეიძლება დიდ მასას, რომელსაც ამ დრომდე ჰქონდა პრობლემა გამკლავებოდა სიღარიბეს, ჰქონდეს მეტი უნარი," - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ "რუსთავის 2"-ის გადაცემა "დებატებში" ისაუბრა.
"სხვათა შორის, არ მივიჩნევთ, რომ მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, უბრალოდ ფულის გადახდით პრობლემა აღმოიფხვრება - ამას სჭირდება, მათ შორის, უნარების განვითარება. განათლების რეფორმაც ამასთან კავშირშია და, მაგალითად, დასაქმების პროგრამები, რომლებიც ჩვენი სამინისტროს ქვეშ საკმაოდ წარმატებულად ფუნქციონირებს, - ხდება ერთგვარი ჯაჭვის აწყობა, მაგალითისთვის, პროფესიული განათლება ქმნის შესაძლებლობას," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.