ვიდეოები

21 მაი 7:16

დატბორილი ქუჩები და წყალში მოცურავე ავტომობილები - რა ვითარებაა ამ დროისთვის საფრანგეთში, სადაც წყალდიდობაა

წყალდიდობა საფრანგეთში - სანაპირო ქალაქ ლე ლავან-დუში, ძლიერი შტორმის გამო, ქუჩები დაიტბორა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ერთი დაკარგულად ითვლება. 

წყალდიდობა საფრანგეთში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

20 მაი 20:37

კრედიტის ლიმიტი 200 000 ლარამდე იზრდება - დეტალები

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიკროკრედიტის ლიმიტი ორმაგდება.კერძოდ, ამოქმედდა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის ლიმიტი 100 000-დან 200 000 ლარამდე იზრდება.როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ, ახალი პროდუქტები და მომსახურებები შესთავაზონ საკუთარ მომხმარებლებს. ამასთან, როგორც მარეგულირებელში განმარტავენ, ეს ნაბიჯი სექტორის გაჯანსაღებასაც შეუწყობს ხელს.ცნობისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიკროსესხების ლიმიტი ბოლოს 2017 წელს შეიცვალა, როცა ის 50 ათასიდან, 100 ათას ლარამდე გაიზარდა.საქართველოში 29 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული, რომელთა საკრედიტო პორტფელების ჯამური მოცულობა 2 მილიარდ ლარს შეადგენს.აქედან სესხების 95% ფიზიკურ პირებზე მოდის. რაც შეეხება შემოსავლებს, 2024 წელს 2023 წელთან შედარებით, მისოების საპროცენტო შემოსავლები 31 მილიონი ლარით, 463 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ამასთანავე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა წინა წელთან შედარებით 134 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს მაჩვენებელი კი 8 მილიონი ლარით მეტია 2023 წლის მოგებასთან შედარებით.

სხვა სიახლეები

თამო ვაშალომიძე

საზოგადოება 28 მაი 21:46

„მოსაწვევი რომ არ მქონოდა…“ - რას ამბობს თამო ვაშალომიძე კანის კონოფესტივალზე

მსახიობი, ფოტო მოდელი, ინფლუენსერი და თავის მოვლის საშუალებების „თამოსკინის“ დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე ცოტა ხნის წინ მილანის მოდის კვირეულზე იმყოფებოდა, სადაც საკუთარი პროდუქცია წარადგინა. იგი საზოგადოების ყურადღების ობიექტია მუდმივად და ყვითელი პრესის ფურცლებზე, წლებია ხვდება.თამო ამჯერად კანის ფესტივალზე გამოჩნდა, რომელსაც უამრავი გამოხმაურება და დიდი მოწონება მოჰყვა. თამო ბექა მაისურაძესთან სწორედ კანის ფესტივალის შესახებ საუბრობს.„მე როგორც მსახიობი აქ ისე მოვხვდი და არა როგორც ინფლუენსერი, ფილმის პრემიერა იქნება ნოემბერში, ასევე მაქვს სხვა ქასთინგებიც, ეს ჩემთვის ახალია და ძალიან ვნერვიულობ, მით უმეტეს არ ვიცი ენა. მე რომ მოსაწვევი არ მქონოდა და ფულის გადახდის საშუალება მქონოდა, აუცილებლად გადავიხდიდი“, - ამბობს მსახიობი.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 28 მაი 21:09

გერმანიის ელჩმა დაარღვია ვენის კონვენციის 41-ე მუხლი და გერმანიის კონსტიტუცია – შალვა პაპუაშვილი

"თუკი ელჩი მეძახის მე მონას, თუკი ელჩი ამბობს, რომ არ უნდა დაისაჯოს დამნაშავე, მაშინ მოქალაქისთვისაც, ის უკვე უყურებს როგორც არა როგორც ელჩს, არამედ უყურებს როგორც რიგით პოლიტიკოსს, ქართველ რადიკალურ პოლიტიკოსს, რომლის მიმართაც შეიძლება ასეთი რეაქციები იყოს", - განაცხადა გადაცემაში "იმედი LIVE" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გერმანიის ელჩზე საუბრისას.მისი თქმით, გერმანიის ელჩი არღვევს ვენის კონვენციას და გერმანიის კონსტიტუციას."აი, ეს ორი სურათი და როდესაც ვსაუბრობთ, მათ შორის, ვენის კონვენციაზე, პირველი გახლავთ ინტერვიუ, სადაც გერმანიის ელჩმა ბანერის ფონზე "თავისუფლება მზიას" მისცა ინტერვიუ. ეს გახლავთ ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის პირდაპირი დარღვევა. ეს არის ჩარევა ადგილსამყოფელი ქვეყნის მართლმსაჯულებაში დიპლომატის მხრიდან. ეს არის პირდაპირი დარღვევა ვენის კონვენციის. მეორე სურათი, სადაც ის ასევე ბანერით რაღაც სიგნალებს გვიგზავნის როგორც ჩანს, სადაც წერია "მონა" და ელჩი ამის ფონზე პოზირებს, ფაქტობრივად ამ მესიჯს უგზავნის მათ, ვისაც რადიკალები ამ სიტყვით მიმართავენ. მიმართავენ "ქართულ ოცნებას", მის ამომრჩეველს, მილიონ 120 ათას ადამიანს ამ სიტყვით - "მონათი". ეს გახლავთ გერმანიის კონსტიტუციის დარღვევა. როდესაც გერმანიის ელჩი ასე იქცევა, რომ ის არღვევს ვენის კონვენციას, ის არღვევს გერმანიის კონსტიტუციას ამ პერფორმანსით და გამოჩენით, მონებს ეძახის ხელისუფლების წარმომადგენლებს, მილიონ 120 ათას ადამიანს და ერთი სიტყვაც კი არ დაუძრავს იმაზე, რომ წუხს, შეიძლება არ იცოდა რა ეწერა იქ და ახლა ინანიებს, მაგრამ რადგან ამაზე სიტყვა არ დაუძრავს, ე.ი. ძალიან კარგადაც იცოდა რაც იყო და გამოდის, რომ მონას გვეძახის.სხვათა შორის, შეგახსენებთ, იყო ერთი ცნობილი უკრაინელი ელჩი გერმანიაში, ომის დასაწყისში, თუ გახსოვთ, საკმაოდ ექსტრავაგანტური ელჩი იყო, რომელმაც "ღვიძლის ძეხვი" უწოდა გერმანიის კანცლერს. თუკი ამ ელჩის დონეზე უნდათ, რომ ჩვენთან ელჩები დავიდნენ, აქ სხვა კულტურაა. აქ "ღვიძლის ძეხვების" ძახილს ელჩებისგან, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი ვერ მოითმენს და ვერც მონას ძახილს ელჩის მხრიდან, საქართველოს ხელისუფლება ვერ მოითმენს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დონალდ ტრამპი

მსოფლიო 28 მაი 21:02

დააკავეს კაცი, რომელიც ტრამპს სროლით ემუქრებოდა – მისი ვინაობა ცნობილია

აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-ის მიგრაციის სამსახურმა დააკავა მექსიკელი მიგრანტი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სროლით ემუქრებოდა. დაკავებული 54 წლის რამონ მორალეს რეიესია, რომელმაც წერილი გაუგზავნა აშშ-ის მიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სამსახურის (ICE) თანამშრომელს, სადაც აცხადებდა, რომ უახლოეს მომავალში „ძვირფას პრეზიდენტს თავში ტყვიას დაასვამდა“.„ჩვენ დავიღალეთ ამ პრეზიდენტის მექსიკელებთან ჩხუბით – ჩვენ ამ ქვეყნისთვის უფრო მეტი გავაკეთეთ, ვიდრე თქვენ, თეთრკანიანებმა”, – აღნიშნულია წერილში.საშინაო უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკოსმა და მედიის წარმომადგენელმა უნდა მიაქციოს ყურადღება ასეთ შემთხვევებს.საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, მორალესი 1998-2005 წლებში აშშ-ში უკანონოდ, სულ მცირე, ცხრაჯერ შევიდა. ამჟამად ის ვისკონსინშია დაკავებული და დეპორტაციას ელოდება.

დოლარი

ფინანსები 28 მაი 20:46

რა ეღირება დოლარი და ევრო 29 მაისს – ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7349 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.7357 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0984 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 3.1042 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0058 ლარი შეადგინა.

დრო

მსოფლიო 28 მაი 20:37

რატომ გვეჩვენება, რომ დრო ზოგჯერ ჩვეულებრივზე სწრაფად გადის

 ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, მეცნიერებმა 4 კვლევის შედეგები გააერთიანეს. დადგინდა, რომ ეს შეგრძნება უფრო მეტადაა დაკავშირებული პიროვნულ ზრდასთან, კმაყოფილებისგანცდასა და ნოსტალგიასთან და უფრო ნაკლებად — ყოველდღიურ რუტინასა და აზრიანი გამოცდილებების ნაკლებობასთან.სხვადასხვა კულტურისა თუ ასაკობრივი ჯგუფის ადამიანები გამუდმებით აცხადებენ, რომ რაც უფრო ემატებათ წლები, დროც უფრო სწრაფად "მიფრინავს". ეს უბრალოდ ცნობისმოყვარეობა არ არის — შესაძლოა, ამ აღქმამ ეგზისტენციალურ შფოთვაზე, გრძელვადიანი მიზნებისკენ სწრაფვასა და ბედნიერებაზეც მოახდინოს გავლენა. მიუხედავად ამ ეფექტის სიძლიერისა, მის მიღმა არსებული ფსიქოლოგიური მექანიზმები ნაკლებადაა გაგებული.ისტორიულად ამ ფენომენის ყველაზე დამაჯერებელი ახსნა რუტინა-შეკუმშვის თეორიაა. როცა ცხოვრება მოსაწყენი და ერთფეროვანი საქმეებითაა სავსე, ადამიანებს ნაკლები უნიკალური მოგონება უჩნდებათ. აქედან გამომდინარე, დრო მათთვის თითქოს ცარიელი, შეკუმშული ხდება, შესაბამისად, უფრო მოკლეც. ალტერნატიული ჰიპოთეზის მიხედვით კი, თუ ადამიანებს პიროვნული ზრდა არ აქვთ, ისინი დროის ამ პერიოდს ფუჭად დაკარგულად და ხანმოკლედ მიიჩნევენ.მკვლევრებმა ამ ორივე თეორიის და სხვა აქამდე უცნობი შესაძლო ახსნების შესწავლა გადაწყვიტეს. მათი ნაშრომი 4 კვლევას აერთიანებს, რომელშიც მონაწილეობა 2 500-მა ადამიანმა მიიღო. მეცნიერებმა კითხვარები გამოიყენეს, რათა გამოეკვლიათ, თუ როგორ აფასებდნენ ცდისპირები გავლილ პერიოდებს — მაგალითად, წინა წელს, კოლეჯის სემესტრს ან ზაფხულს. მათ შეაფასეს, თუ რამდენად რუტინული იყო აღნიშნული პერიოდი, რამდენად გაიზარდნენ პიროვნულად, რამდენი დასამახსოვრებელი მოგონება დააგროვეს და რამდენად დამაკმაყოფილებელი ან ნოსტალგიური იყო დროის აღნიშნული მონაკვეთი. მათ ასევე შეაფასეს, თუ რამდენად სწრაფად გავიდა ეს დრო.პირველ ორ კვლევაში ცდისპირები უნივერსიტეტის სტუდენტებიც იყვნენ. მათ აკადემიური წელი გაიხსენეს. ამ კვლევებში ასევე სხვა ზრდასრულებმაც მიიღეს მონაწილეობა, რომლებმაც გასული წელი შეაჯამეს. ბოლო ორ ნაშრომში კი გუნდმა სტუდენტები და სხვა ზრდასრულები ონლაინ გამოჰკითხეს, ოღონდ ამჯერად გასული ზაფხულის შესახებ.ტრადიციულმა რუტინა-შეკუმშვის თეორიამ სუსტი მხარდაჭერა მიიღო. ოთხიდან ორ კვლევაში იმ ადამიანებმა, რომლებმაც პერიოდი უფრო რუტინულად გაიხსენეს, ასევე აღნიშნეს, რომ ეს დრო სწრაფად გავიდა. მეორე მხრივ, რუტინა ყოველთვის არ განსაზღვრავდა იმას, თუ რამდენი მოვლენა დაამახსოვრდათ მონაწილეებს. გარდა ამისა, ნაკლები საინტერესო მოვლენა დროის ნელ აღქმასთან ყოველთვის არ იყო დაკავშირებული — მონაწილეები ზოგჯერ საპირისპიროსაც ამბობდნენ.არც მეორე ჰიპოთეზა გამართლდა. მონაწილეებისთვის, რომლებიც ზრდის ნაკლებობას გრძნობდნენ, დრო უფრო სწრაფად არ გასულა — პირიქით, მათ უფრო ხშირად აღნიშნეს, რომ დრო სწრაფად მაშინ უფრო გადიოდა, როცა ისინი ზრდას ნამდვილად გრძნობდნენ. ამ მოულოდნელმა შედეგმა მკვლევრებს უბიძგა, რომ ორივე მოდელი გადაეფასებინათ.მათ ორ ახალ ახსნას მიაგნეს. ერთ-ერთს ზრდა-ჩაძირვის მოდელი უწოდეს. ამ მოსაზრების მიხედვით ადამიანებისთვის დრო უფრო სწრაფად მაშინ გადის, როცა ისინი მთელი ყურადღებით არიან ჩართულნი მნიშვნელოვან და გამოწვევებით სავსე აქტივობებში — ეს მათ პიროვნულად ზრდის. შესაძლოა, დროის სწრაფად გასვლის შეგრძნება სწორედ ამ აქტივობებიდან მიღებულმა კმაყოფილებამ გამოიწვია.მეორე ახსნას კი ზრდა-მონატრების თეორია დაარქვეს. აქ მთავარი აზრი ისაა, რომ ზრდის პერიოდის გახსენებამ შეიძლება ნოსტალგიური მონატრების განცდა გამოიწვიოს. დროის ეს მონაკვეთი შეიძლება განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად და ემოციურად მოგვეჩვენოს, მაგრამ ასევე უფრო წარმავლადაც — ასეთ მომენტებს ადამიანები პიროვნული განვითარების უმაღლეს მწვერვალად აღიქვამენ.ახალი იდეების შესამოწმებლად მეცნიერებმა გამოიკვლიეს, კმაყოფილებისა და ნოსტალგიის განცდებით აიხსნება თუ არა ზრდასა და დროის აღქმას შორის კავშირი. ორი წინასწარ რეგისტრირებული კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ კმაყოფილებაც და ნოსტალგიაც დროის სწრაფად გასვლის აღქმასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული. ამ ფაქტორების სტატისტიკურ მოდელებში ჩართვის შემდეგ კი დროის აღქმაზე ზრდის პირდაპირი გავლენა გაქრა. ეს მიუთითებს, რომ ზრდას შეიძლება დროის აღქმაზე ირიბი გავლენა ჰქონდეს — კმაყოფილების და ნოსტალგიის გაზრდის გზით.უნდა აღინიშნოს, რომ კვლევები თვითანგარიშსა და კროს-სექციურ მონაცემებზეა აგებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზუსტი მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენა რთულია. ისიც შესაძლებელია, რომ უფრო ნოსტალგიური და ცხოვრებით კმაყოფილი ადამიანებისთვის დრო უფრო სწრაფად გადის, მიუხედავად რეალური მოვლენებისა. საკითხის უფრო ზუსტად გაგების მიზნით სამომავლო კვლევებში შეიძლება ლონგიტუდური ან ექსპერიმენტული მეთოდები გამოიყენონ.რუტინისა და პიროვნული ზრდის აღქმაზე შეიძლება ასაკი და ცხოვრების სტილიც მოქმედებდეს. რუტინა-შეკუმშვის ეფექტი ასაკოვან, დემოგრაფიულად მრავალფეროვან ჯგუფებში უფრო ვლინდებოდა, ვიდრე ახალგაზრდა სტუდენტებში. ეს იმაზე მიუთითებს, რომ "რუტინის" მნიშვნელობა შეიძლება ასაკთან და სიტუაციასთან ერთად იცვლებოდეს.მეცნიერებმა ისიც აღნიშნეს, რომ ცდის პირებმა შეიძლება სხვადასხვა ტიპის მოვლენა გაიხსენეს. კვლევა ყოველდღიურ მოვლენებსა და მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ მიღწევებს არ ასხვავებდა.შეგრძნება, რომ დრო "მიფრინავს" აუცილებლად მოწყენილობით ან ფუჭად დაკარგული დროით არ არის გამოწვეული. ეს შეიძლება პიროვნული ზრდით, კმაყოფილების განცდითა და აზრიანი გამოცდილებებით სავსე პერიოდის ამსახველიც იყოს. ნაცვლად იმისა, რომ სწრაფად გასული დროის გვეშინოდეს, უმჯობესია პერსპექტივა შევცვალოთ და ეს ბედნიერი ცხოვრების მტკიცებულებად მივიღოთ.