სად და რა ვითარებაში დააკავეს ბაჩიაშვილი - სუსი დეტალებს აქვეყნებს
1748323358
საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
"საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 მაისს, ქალაქ ბათუმში, ბრალდებულმა ორ პირს დანით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ერთ-ერთი დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა, მეორე დაზარალებულს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
ბრალდებული სამართალდამცველებმა 25 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა,"- აღნიშნულია განცხადებაში.