რა თქვა ადვოკატმა გიორგი ბაჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ

გიორგი ბაჩიაშვილი

გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ის საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს. უწყებაში ანონიმური შეტყობინება შევიდა, რომ წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული, საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი გადაადგილდებოდა წითელ ხიდსა და სადახლოს შორის, ეგრეთწოდებულ მწვანე საზღვართან.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო 344-ე მუხლით აწარმოებს, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.

ბაჩიაშვილს 10 მარტს საქალაქო სასამართლომ ე.წ. ბიტკოინების საქმეზე დაუსწრებლად შეუფარდა 11 წლიანი პატიმრობა. მან საქართველოს საზღვარი 4 მარტს გადაკვეთა, მისი დახმარებისთვის კი ერთი პირი დააკავეს.

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ლევან ბაიაშვილი თავად გააკეთებს კომენტარს.

"ვისაუბრეთ მე და გიორგიმ ძალიან დეტალურად, თუმცა მისი სურვილი არის, რომ ხვალ სასამართლო პროცესი როდესაც შედგება, თავად გააკეთოს საჯარო განცხადება მომხდარ პროცესებთან დაკავშირებით, შესაბამისად დეტალებზე ვერ დაგელაპარაკებით", - განაცხადა ლევან მახარაშვილმა.