ივნისიდან პირადობის მოწმობები იცვლება - რა უნდა იცოდეს მოქალაქემ

პირადობა

საქართველოს მოქალაქის პირადობის, დროებითი და მუდმივი ბინადრობის, ასევე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობების ფორმები იცვლება.

შესაბამისი ბრძანება იუსტიციის მინისტრს ეკუთვნის და მიმდინარე წლის 4 ივნისიდან შევა ძალაში.

ამასთან, ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული მოწმობები კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით მოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ 4 ივნისიდან პირადობის მოწმობების დიზაინი იცვლება.

შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც პირადობის მოწმობის აღებას 4 ივნისის შემდეგ გადაწყვეტს, განახლებული დიზაინის მოწმობას მიიღებს.

როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლები იცვლება.