1747980527
როდის გამდიდრდებით, დამოკიდებულია თქვენი დაბადების თვეზე

ნუმეროლოგები თვლიან, რომ დაბადების თვე შეიძლება მიუთითებდეს, როდის არის მოსალოდნელი თქვენი გამდიდრება, მაგრამ თუ მითითებულ დროს არ მოვიდა წარმატება, ეს შეიძლება იყოს "კარმული ვალის" გამო. ნუმეროლოგები ამბობენ, რომ ამის გამოსწორება კარგი საქმეების კეთებით შეიძლება და ფულადი ნაკადების „განბლოკვაც“ მოხდება.
იანვარი
რიცხვი 1 ნუმეროლოგიაში ლიდერობის სიმბოლოა.
თქვენ მიაღწევთ თქვენი კარიერის პიკს დაახლოებით 25 წლის ასაკში და ფულის ნაკადებიც ამ დროსაა მოსალოდნელი.
თებერვალი
რთული დასაწყისი გექნებათ, მაგრამ გარღვევა 40 წლის ასაკშია შესაძლებელი და ამ დროიდან თქვენ გაქვთ შანსი გამდიდრდეთ.
მარტი
28 წლის ასაკში თქვენი კარიერა, ფულადი შემოსავლები და ოჯახური ცხოვრება სტაბილური და წარმატებული იქნება.
აპრილი
სირთულეები იქნება 35 წლამდე, შემდეგ თქვენს ცხოვრებაში წარმატებაც და სიმდიდრეც მოვა.
მაისი
იღბალი და წარმატება 25 წლის შემდეგ უფრო თვალსაჩინო გახდება.
ივნისი
წარმატებას მიაღწევთ 30 წლის შემდეგ და ეს თქვენი ქარიზმისა და კომუნიკაციის წყალობით მოხდება.
ივლისი
ფინანსური სტაბილურობა 33 წლის შემდეგ უფრო მეტად თვალსაჩინო იქნება.
აგვისტო
29 წლამდე მოვა პირველი მნიშვნელოვანი ფინანსური გამარჯვება.
სექტემბერი
ფულისადმი გულგრილობის მიუხედავად, ფინანსური იღბალი 31 წლის ასაკში გეწვევათ.
ოქტომბერი
თქვენთან ფინანსური წარმატება 45 წლის შემდეგ გარანტირებულია.
ნოემბერი
გამდიდრების საუკეთესო შანსი დაახლოებით 30 წლის შემდეგ გექნებათ.
დეკემბერი
33 წლისთვის მიაღწევთ თქვენს ოქროს ფაზას.