ცნობილია 28 წლის ბიჭის ვინაობა, რომელიც ბათუმში მოკლეს
1748202692
ბათუმში, 28 წლის გოგი ლეონიძეს გლოვობენ.
„გლოვობს ჩემი ბათუმი, გარდაიცვალა ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე გოგი ლეონიძე... მიწამ როგორ უნდა მიგიღოს, ეს რა ტრაგედია დატრიალდა... ანგელოზი გარდაიცვალა, გაქვავებულები ვართ...“ - წერს შოთო სიხარულიძე.
„ჩვენს ვარსკვლავ ბიჭუნას მისი სათნო მამა შეაცილებს ცათა სასუფეველში. როგორ მამას დამსგავსებია, ისეთივე კეთილი თვალები და უწყინარი ბიჭი. რატომ?! რატომ გაიმეტეს ასე უღმერთოდ?!“
„ჩვენი ბავშვობა თან წაიღე გოგი, ჩვენი ეზო, ჩვენი ერთად გატარებული დრო, რამ უნდა მოინელოს...
როგორ ავხსნათ, რა დაგვაკლდა გულში შენი წასვლით! შენთან ერთად წავიდა ის დრო, როცა ყველაზე გულწრფელად ვიცინოდით... ჩვენი ბავშვობის დღეები... აღარ ხარ ამ სამყაროში, მაგრამ ჩვენი ეზოსთვის ყოველთვის ცოცხალი იქნები...“
„მიწისთვის მებრალები, ძმაო, ღმერთო ეს რა ტკივილი ვიგრძენი ამ დილით... რომ დამირეკეს, ვერ დავიჯერე გულშიც არ გამივლიდა, დაუჯერებელია, გოგი, ჩემო ბიძაშვილო, ჩემო გემრიელო, რა თბილი და საყვარელი ბიჭი იყავი... უფალმა გაგინათოს იმ ქვეყნად მიმავალი გზა. როგორ გასძახოდი, ლეონიძეები ვართო, ერთი სისხლის ვართო, არ დამავიწყდება., ძმაო...“
„გოგი, ჩემო ლამაზთვალება ბიჭო, მაპატიე, რომ ვერ გადაგარჩინეთ...“ - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.