ქეთი ეგიდუნაშვილის ყოფილმა ქმარმა დუმილი დაარღვია - რას ამბობს „ტიკტოკერის“ შვილის მამა
1752436406
მდინარე ალაზანში შუა ხნის მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა გუშინ საღამოს, სოფელ კარდენახში მოხდა. ამავე სოფელში მცხოვრები იოსებ ჯაგაშვილი ოჯახის ახლობლებთან ერთად, სუფრასთან იმყოფებოდა. სუფრიდან წამოსული კაცი კი მდინარეში საბანაოდ შევიდა.
ვარაუდობენ, რომ მამაკაცი დინებამ წაიღო და მასთან ერთად მყოფმა პირებმა დახმარება ვერ შეძლეს.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სამაშველო ჯგუფები გამოიძახეს. თუმცა, მაშველებმა კაცი უკვე გარდაცვლილი იპოვეს.
მამაკაცის ცხედარი გურჯაანში, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.