1748324677
მიხეილ სარჯველაძე დღეს პარლამენტში ანგარიშით წარდგება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დღეს პარლამენტში ანგარიშით წარდგება.
მიხეილ სარჯველაძე ევროპასთან ინტეგრაციისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე კანონმდებლებს ანგარიშს წარუდგენს, რომელიც სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებას ეხება.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ანგარიში მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველო წლიდან წლამდე მონაცემებს აუმჯობესებს.