როდესაც საუბარია ბრძოლაზე, შეუძლებელია არ ახსენო ის ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც ძალიან ხშირად უპირისპირდება იმ ფასეულობებს, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის საფუძველია - მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, უნგრეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი იმყოფება. კონფერენციის პარალელურად, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც.

მინისტრმა ბუდაპეშტის კონფერენციის მნიშვნელობაზე მედიასთან ისაუბრა.

"როდესაც საუბარია ბრძოლაზე, შეუძლებელია, არ ახსენო ზუსტად ის ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც მოქმედებს და ძალიან ხშირად უპირისპირდება იმ ფასეულობებს, რომელიც არის ქვეყნის სუვერენიტეტის საფუძველი. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომლის ინიციატორიც თავად გახლავთ უნგრეთში, ევროპაში და ვხედავთ, ამ ბოლო წლების განმავლობაში, თუ როგორ ხდება ამ პლატფორმის გაფართოება", - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.