შხაპის მიღება დილით ჯობია თუ საღამოს - მეცნიერებს ზუსტი პასუხი აქვთ
1748457470
"კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ნიკა მელიას არავისთვის შეუგინებია და ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო.
მისი შეფასებით, ადგილი აქვს წინმსწრებ დაკავებას.
"გუშინ ვილაპარაკეთ დიდი ხანი. ნიკასგან გავიგე ის ამბები რაც მოხდა. მელიას საერთოდ არ შეუგინებია, ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი. ჩატენეს "მარშუტკაში" და არა პატრულის მანქანაში. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ გვაქვს საქმე წინმსწრებ დაჭერასთან. პოლიტიკური პატიმრობა ახალი არ არის ნიკა მელიასთვის. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ატანა ყველას შეგვიძლია. კი არ ველოდებით, არამედ მზად ვართ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნიკა მელია დიღმის სამმართველოშია გადაყვანილი. წინასწარი მოთავსების იზოლატორში ის ადვოკატმა გუშინ მოინახულა. მისი განცხადებით, დაცვის მხარეს ადმინისტრაციულ ოქმებს სავარაუდოდ დღეს ან ხვალ გადასცემენ.
ინფორმაცია გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, კოალიცია "ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან მის შესრულებასთან დაკავშირებით.