ტრამპი ალიევისთვის მიწერილ წერილში: დადგა დრო, ავიღოთ ვალდებულებები მშვიდობის მისაღწევად და დავიწყოთ კეთილდღეობის ახალი ერა სამხრეთ კავკასიის ხალხებისთვის

ტრამპი

დადგა დრო, ავიღოთ ვალდებულებები მშვიდობის მისაღწევად და დავიწყოთ კეთილდღეობის ახალი ერა სამხრეთ კავკასიის ხალხებისთვის, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ილჰამ ალიევისთვის მიწერილ წერილში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ აგრძელებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მდგრადი მშვიდობის მხარდაჭერას.

„კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის კეთილდღეობას და მეტ შესაძლებლობას შექმნის აშშ-თან თანამშრომლობისთვის. დადგა დრო, ავიღოთ ვალდებულებები მშვიდობის მისაღწევად და დავიწყოთ კეთილდღეობის ახალი ერა სამხრეთ კავკასიის ხალხებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ მომავალი წლებისა და ათწლეულების განმავლობაში გავაღრმავებთ პარტნიორობას“, - აღნიშნულია წერილში.