ახალგაზრდა ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
1748634601
უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ინტერვიუ მისცა ამერიკელ პოლიტიკურ აქტივისტს, ჯეკ პოსობეცს.
ჯეკ პოსობეცი: რატომ ჩამოხვედით CPAC-ზე ახლა?
მაკა ბოჭორიშვილი: ვფიქრობ, ეს საუკეთესო ადგილია იმის საჩვენებლად, რომ მზად ვართ ვიბრძოლოთ იმ ღირებულებებისთვის, რომლებიც დასაცავია, რადგან ეს დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. ღირებულებები, რომლებიც ქრისტიანულია, ღირებულებები, რომლებიც ფართოდ არის გაზიარებული და თავდასხმის ქვეშაა „ლიბერალების“ სახელით დღევანდელ ევროპაში და არა მხოლოდ ევროპაში. და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ძალიან არის დაკავშირებული უსაფრთხოებასთან, სტაბილურობასთან და დემოკრატიის დაცვასთანაც.
ჯეკ პოსობეცი: ეს ნამდვილად ყველაზე დიდი ამბავი, თემა იყო - სუვერენიტეტი გლობალიზმის წინააღმდეგ. აქ არის პარადოქსი, ირონია, სადაც იმ თავისუფლების მებრძოლებისთვის, იმ სუვერენისტებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც პატივს სცემენ თავიანთ კულტურას, მემკვიდრეობას, ეროვნულ იდენტობას, ჩვენ მუდმივად ვდგავართ საფრთხის წინაშე ბრიუსელიდან, დავოსიდან, იმ პარტიიდან, რომელიც მხარს უჭერს ომს, იმ პარტიიდან, რომელიც მხარს უჭერს ყველასთვის ღია საზღვრებს...
მაკა ბოჭორიშვილი: სუვერენიტეტი აუცილებელია ეროვნული ინტერესების დასაცავად, ხოლო ეროვნულ ინტერესებს შეუძლიათ დაიცვან მშვიდობა და უსაფრთხოება. საქართველო ამის ძალიან კარგი მაგალითია. კარგია ამის ხილვა და ბედნიერები ვართ, რომ მარტონი არ ვართ და არსებობენ ადამიანები, რომლებიც ასევე იზიარებენ შეხედულებებს, რომ ერების სუვერენული უფლებები პატივისცემას საჭიროებს და სუვერენული უფლებები არ არის ცუდი და სუვერენული უფლებები ასევე შეიძლება იყოს გლობალური.
READY TO FIGHT FOR VALUES THAT NEED TO BE DEFENDED@JackPosobiec sat down with @MakaB__, Minister for Foreign Affairs of Georgia at @CPAC Poland. Where ideals are under attack by liberals in Europe. pic.twitter.com/nqUJnkcFxx
— Real America's Voice (RAV) (@RealAmVoice) May 29, 2025