ბათუმში 10 წლის გოგოს სექსუალურად შევიწროებისთვის ერთი პირი დააკავეს

დაკავება

ბათუმში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, 10 წლის გოგოს სექსუალურად შევიწროებისთვის ერთი პირი დააკავეს.

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ.