ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო ევროკავშირს გამჭვირვალობის დაბლოკვასა და კონსერვატორული ძალების წინააღმდეგ არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს

ანდრაშ ლასლო

ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო ევროკავშირს გამჭვირვალობის დაბლოკვასა და კონსერვატორული ძალების წინააღმდეგ არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს.

ევროპელმა კანონმდებელმა მკაცრად გააკრიტიკა ევროკომისარი მაიკლ მაკგრეთი, რომელიც უნგრეთის მიერ გამჭვირვალობის შესახებ კანონის ინიციირების გამო ბუდაპეშტისთვის სადამსჯელო მექანიზმების ამოქმედებას ემხრობა.

ევროპარლამენტარი ლასლო განმარტავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობა უცხო ძალების შიდა პოლიტიკასა და არჩევნებში ჩარევის თავიდან არიდებისთვის აუცილებელია, თუმცა ბრიუსელი ამ ინიციატივას კვლავ ეწინააღმდეგება.

მან სოციალურ ქსელ X-ში უცხოური ჩარევის კონკრეტული მაგალითები ჩამოთვალა. კერძოდ, როგორც ლასლო წერს, 2022 წელს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ევროპარლამენტარის მტკიცებით, ამ არჩევნებში „მემარცხენე“ პარტიებმა 8 მილიონი დოლარი სოროსის ქსელისგან მიიღეს, 2 მილიონი დოლარი ერთ-ერთი შვეიცარიული ანგარიშიდან ჩაერიცხათ, ხოლო 35 მილიონი დოლარი ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ინიციირებული ცენტრალურ ევროპაში პოლიტიკური აქტივიზმის პროგრამის ფარგლებში მიიღეს.