ყველაფერი ერთი აბის მიღებამდე დადის... - ჯო ბაიდენმა კიბოს მკურნალობა დაიწყო

ჯო ბაიდენი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირველად საჯაროდ განაცხადა, რომ მან კიბოს მკურნალობა დაიწყო.

როგორც ბადენმა აღნიშნა, მკურნალობა გულისხმობს ერთი აბის მიღებას. მისი თქმით, დაავადება სხვა ორგანოებს არ შეეხო.

„ყველაფერი ერთი აბის მიღებამდე დადის. ერთი კონკრეტული აბის ექვსი კვირის განმავლობაში, ხოლო შემდეგ - მეორე... სხვა ორგანოები ჩათრეული არ არის. ჩემი ძვლები ძლიერია“, - თქვა ბაიდენმა დელავერში გარდაცვლილი სამხედროების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას.

თეთრი სახლის ყოფილმა ლიდერმა აგრეთვე დასძინა, რომ მას ცნობილი ქირურგი მკურნალობს, რომელმაც თავად დაამარცხა კიბო. ბაიდენის განცხადებით, პროგნოზი დადებითია.

ცნობისთვის, ბაიდენის ოფისმა 18 მაისს განაცხადა, რომ 82 წლის პოლიტიკოსს პროსტატის ჯირკვლის კიბოს აგრესიული ფორმა აქვს, რომელიც ძვლებსაც შეეხო.