1748324677
წვიმა და ელჭექი - როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 19-24 გრადუსამდე დაიწევს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება შედარებით მაღალი ტემპერატურა 24-29 გრადუსამდე.
მცირე, ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია თბილისშიც. არამდგრადი ამინდი კვირის ბოლომდე გაგრძელდება.