შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს
1767033986
ცალკეული ვიტამინების მოხმარებამ შეიძლება სხვადასხვა გავლენა მოახდინოს ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკზე - ასეთ დასკვნას აკეთებენ მეცნიერების ჯგუფი, რომლებიც აშშ-ის ჯანმრთელობისა და კვების ეროვნული კვლევის (NHANES) 2003–2016 წლების მონაცემების ფართომასშტაბიან ანალიზს ეყრდნობიან. კვლევამ მოიცვა 29 ათასზე მეტი ზრდასრული ადამიანი, რომელთაგან თითქმის 3 ათასს კიბოს დიაგნოზი ჰქონდა. ნაშრომი გამოქვეყნდა ჟურნალში Frontiers in Nutrition.
ანალიზმა აჩვენა, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც ვიტამინ B3-ს ყველაზე მაღალი ოდენობით იღებდნენ, ონკოლოგიური დაავადების არსებობის რისკი 22 პროცენტით დაბალი იყო იმ პირებთან შედარებით, ვინც მას მინიმალურად მოიხმარდა. ეს კავშირი შენარჩუნდა ასაკის, სქესის, ცხოვრების წესისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინების შემდეგაც. ამავე დროს, ვიტამინ A-სთვის საპირისპირო ეფექტი გამოვლინდა: მისი მოხმარების ზრდასთან ერთად სიმსივნეების რისკიც იმატებდა. სრული სტატისტიკური კორექციის შემდეგ, ვიტამინ A-ს უფრო მაღალი მოხმარების მქონე ადამიანებში კიბოს არსებობის ალბათობა დაახლოებით 38 პროცენტით მაღალი აღმოჩნდა. ფოლიუმის მჟავისთვის კავშირი სუსტი იყო: მომატებული რისკი მხოლოდ მოხმარების ვიწრო დიაპაზონში დაფიქსირდა - დაახლოებით 267–367 მიკროგრამი დღეში.
სხვა ვიტამინებმა და ანტიოქსიდანტებმა, მათ შორის C და E ვიტამინებმა, B ჯგუფის ვიტამინებმა, K ვიტამინმა, ასევე ალფა- და ბეტა-კაროტინმა, კიბოს განვითარების რისკთან სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი არ აჩვენა. ავტორები ხაზს უსვამენ, რომ კვლევა დაკვირვებითია და მიზეზ-შედეგობრივ კავშირს არ ამტკიცებს, თუმცა შედეგები მიუთითებს ცალკეული ვიტამინების მაღალი მოხმარებისადმი ფრთხილი დამოკიდებულების აუცილებლობაზე და საჭიროებს დადასტურებას გრძელვადიან პერსპექტიულ კვლევებში.