ძალიან ძლიერი ლოცვა, რომელიც მხოლოდ 2 სიტყვისგან შედგება
1767037889
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ უარყო რუსეთის ბრალდებები ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის შესახებ.
„რუსული მანიპულაციები პუტინის რეზიდენციაზე სავარაუდო თავდასხმის შესახებ შეთხზულია მხოლოდ ერთი მიზნით: საბაბის შექმნა და ყალბი გამართლება რუსეთის შემდგომი თავდასხმებისთვის უკრაინის წინააღმდეგ, ასევე სამშვიდობო პროცესისთვის ძირის გამოთხრა და ხელშეშლა“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს არის რუსული ტაქტიკა: „მეორე მხარის დადანაშაულება იმაში, რასაც თვითონ აკეთებს ან გეგმავს“.
„რუსეთმა უკვე დაარტყა უკრაინის მთავრობის შენობას მიმდინარე წელს. უკრაინა ურტყამს მხოლოდ ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებს რუსეთის ტერიტორიაზე – რუსული დარტყმების საპასუხოდ უკრაინაზე. რუსეთი არის აგრესორი, ხოლო უკრაინა არის ქვეყანა, რომელიც იცავს საკუთარ თავს გაერო-ს ქარტიის 51-ე მუხლის შესაბამისად“, – აღნიშნავს ანდრეი სიბიგა.
ცნობისთვის, მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ 28-29 დეკემბერს კიევმა ვლადიმერ პუტინის სახელმწიფო რეზიდენციაზე თავდასხმა 91 უპილოტო საფრენი აპარატით სცადა, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რუსულმა მხარემ ყველა დრონი გაანადგურა.