ცაგარელი ასახელებს ზოდიაქოს სამ ნიშანს, რომელსაც 2026 წელს ფინანსურად გაუმართლებს

ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ასახელებს ზოდიაქოს ნიშნებს, რომლებსაც 2026 წელს ფინანსურად გაუმართლებთ.

პირველ რიგში, კირჩხიბს. განსაკუთრებით, პირველი ნახევარი ძალიან კარგი იქნება, თუმცა, მთელი წელი გაქვთ შანსი. შემდეგია ლომი - ივლისის მეორე ნახევრიდან შესაძლოა, კარგი ბიზნეს პროექტები და კარგი შემოსავლის შესაძლებლობები გქონდეთ. მერე ქალწულია - ქალწულსაც საკმაოდ კარგი შანსები აქვს, რომ ფინანსურად გაძლიერდეს.

რადგან არის ცეცხლის სტიქიის წელიწადი, ყველასგან აქტიურ მოქმედებას ითხოვს, ვინც იქნება აქტიური, უშიშარი, მებრძოლი, პასუხისმგებლობას აიღებს საკუთარ თავზე და არ შეუშინდება კარგად მოფიქრებულ სარისკო მოქმედებას, ყველას შეუძლია ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოს,“ - ამბობს ცაგარელი „ქვიზში“.