სუს-ის მიერ გამოაშკარავებულ თაღლითობის ფაქტებზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

საქალაქო სასამართლო

სუს-ის მიერ გამოაშკარავებულ თაღლითობის ფაქტებზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. საქმე ეხება კასპში შემოწმების გარეშე საქონლის ხორცის ვარგისიანობის შესახებ გაცემულ ყალბ დოკუმენტს. გაყალბებულ დოკუმენტში სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელმა ქრთამი სასაკლაოს მფლობელისგან აიღო.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი მიმაგრებული იყო ბრალდებულის ცხოველთა სასაკლაოზე. ამ სასაკლაოში უნდა მომხდარიყო ცხოველის მიყვანა, შემოწმება, დაკვლა და რეალიზაციისთვის საჭირო ვეტერინარული მოწმობის დამზადება. სასაკლაოს ფაქტობრივი მფლობელიც და დირექტორიც ჩართული იყვნენ, ერთობლივად ხდებოდა ამის დაგეგმვა, წინასწარ იცოდა, რომ არვინ მიიყვანდა აქ პირუტყვს და მოხდებოდა თანხის აღება სააგენტოს თანამშრომლის მიერ ყალბი დოკუმენტის დამზადების სანაცვლოდ.

პირველ ეტაპზე [ბრალდებულმა] ერთი დოკუმენტი შეადგინა, მეორე ეტაპზე სამი და მესამე ეტაპზე ოთხი დოკუმენტი შეადგინა“, - განაცხადა პროკურორმა ნათია თათიაშვილმა.