ცნობილია რა იდო ყუთში, რომელიც სტივ უიტკოფმა ტრამპს პუტინისგან საჩუქრად ჩაუტანა

სტივ უიტკოფისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა დონალდ ტრამპს ხაბაროვსკის მხარიდან ჩამოტანილი წითელი ხიზილალის მთელი ყუთი გადასცა. ამის შესახებ რუსული მხარის მრეწველობისა და ვაჭრობის რეგიონული სამინისტრო Telegram-არხზე წერს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ნიკოლაევსკის რაიონიდან მიღებული ხიზილალა ამერიკელმა პოლიტიკოსმა მოსკოვში, რესტორან „სავაში“ გასინჯა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე გამართულ სადილზე.

„გემო იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ სპეციალურ წარმომადგენელს მთელი ყუთი ხიზილალა აჩუქეს, რომელიც უიტკოფმა დონალდ ტრამპს გადასცა“, - აღნიშნეს სამინისტროში.