30 წლის შემდეგ იტალიაში, სოფელ პაგლიარა დეი მარსში პირველი ბავშვი დაიბადა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობა 20-მდე გაზარდა

the guardian

იტალიაში, აბრუცოს მხარეში მდებარე ულამაზეს, მაგრამ მოსახლეობის შემცირების გამო თითქმის დაცარიელებულ სოფელ Pagliara dei Marsi‑ში, 30 წლის შემდეგ პირველად დაიბადა ბავშვი, რამაც ადგილობრივი მოსახლეობა  გაახალისა და მათი რიცხვი  20‑მდე გაზარდა. 

მარტში დაბადებული ლარა ბუსი ტრაბუკო გახდა პირველი ბავშვი, რომელიც Pagliara dei Marsi‑ში დაიბადა თითქმის სამი ათწლეულის შემდეგ. მისი დაბადება არა მხოლოდ ადგილობრივებისთვის დიდი სიხარული იყო, არამედ მთელი სოფლისთვის უზარმაზარი მოვლენად იქცა. მისი ნათლობა პატარას სახლთან მდებარე ეკლესიაში მთელი თემის დასწრებით აღინიშნა. ამ მნიშვნელოვან ამბავს სტატიას უძღვნის The Guardian-ი.

ლარას მშობლები  რომიდან გადასახლდნენ სოფელში იმის იმედით, რომ მშვიდ გარემოში შექმნიდნენ ოჯახს. ლარას დაბადება მართლაც საამაყოა, მაგრამ ის ასევე გვახსენებს იტალიის სერიოზულ დემოგრაფიულ პრობლემებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით დაბადების მაჩვენებელი მკვეთრად დაცემულია. 2024 წელს ქვეყანაში მხოლოდ 369 944 ბავშვი დაიბადა, რაც ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია და ნაჩვენებია, რომ მოსახლეობის რაოდენობა კატასტროფულად იკლებს.

ადგილობრივი მერის, ჯიუზეპინა პეროცის, თქმით, ლარას დაბადება შეიძლება იყოს დასაწყისი არა მხოლოდ ამ სოფლისთვის, არამედ სხვა დაინტერესებული ოჯახებისთვისაც, რომ მიტოვებულ სოფლებში დაბრუნდნენ.