სასაზღვრო პოლიციის და სუსის თანამშრომლებმა საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

სასაზღვრო პოლიცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ,,წითელი ხიდის“ სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,სადახლოს“ დასაცავ მონაკვეთზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1992 წელს დაბადებული ა.გ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკვეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

გამოძიებით დაადგინდა, რომ ა.გ-მ სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოში.

სასამართლოს განაჩენით, მსჯავრდებულის მიმართ დაწყებულია საემიგრაციო პროცედურები ქვეყნიდან გაძევების მიზნით.