ადგილები საქართველოში, სადაც მოძრაობა აკრძალულია - გზების დეპარტამენტის განცხადება
1767011797
რამდენიმე წუთში, ლევან ოთარ ფარცხალაძის ადვოკატს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალის დადგენილებას გააცნობენ. ოთარ ფარცხალაძეზე საერთაშორისო ძებნა ცხადდება.
გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობა ჩაიდინა, ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.
უწყების ცნობით, სწორედ მისი დავალებით დაუკავშირდნენ ძმები მიქაძეები გიორგი ჯოხაძეს, რის შემდეგაც მათ დანაშაული ჯოხაძის დაცვის ყოფილ წევრს, გელა უძილაურს დაუკვეთეს.
ფარცხალაძის ადვოკატის განცხადებით, ის საქმის მასალებს, ჯერჯერობით, არ იცნობს, თუმცა წარდგენილი ბრალით გაკვირვებულია.
"ბრალის წარდგენა, ან ბრალდებულის სტატუსის ქვეშ ყოფნა პირის არ ნიშნავს, რომ პირი დამნაშავეა წარდგენილ ბრალდებაში. გაუკვირდება ნებისმიერ პირს აბსურდული ბრალი, აქედან გამომდინარე, მე თვითონ გაკვირვებული ვარ. ჩვენ არ ვიცნობთ საქმის მასალებს, ამიტომ ვერანაირი სახის კომენტარს ვერ გავაკეთებ. რა თქმა უნდა, ვისთანაც საჭირო არის კომუნიკაცია და ურთიერთობა, რა თქმა უნდა, გვაქვს", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.