შტორმი, ძლიერი ქარი და ქარბუქი - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1767038458
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარს რინკევიჩთან. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ლატვიელ კოლეგას მტკიცე მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
უკრაინის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩს გააცნო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დეტალებიც.
„ჩვენ ძალიან კარგად ვიმუშავეთ, და ის ფაქტი, რომ რუსები ახლა ცდილობენ პროგრესის შეფერხებას კიდევ ერთი ცრუ ინფორმაციით, მხოლოდ ადასტურებს ჩვენი შეხვედრებისა და ამერიკულ მხარესთან კომუნიკაციის ხარისხს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლატვიის პრეზიდენტი უკრაინაში მიიწვია.