შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს და იმ სერვისების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლის მიღებაც 5 და 6 იანვარს ჩვეულ რეჟიმში იქნება შესაძლებელი.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 23 დეკემბრის №563 დადგენილებისა და შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის გათვალისწინებით, 2026 წლის 5 და 6 იანვარს, გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, გაფორმების განყოფილებები, საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები და საბაჟო ტრანზიტის სამმართველო (სატელეფონო კომუნიკაციის, ჩათის და სხვა დისტანციური არხების მეშვეობით დაინტერესებული პირისათვის საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ საბაჟო ფორმალობაზე ინფორმაციის მიწოდებისას/მის გამოყენებაზე კონსულტაციის გაწევისას/საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე და მიმდინარე პროცესებზე ინფორმირებისას) ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას.

აღნიშნულ თარიღებში, 18:00 საათამდე გაწეულ მომსახურებზე, არ გაორმაგდება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2026 წლის 5 და 6 იანვარს საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები და საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი 2 299 299.