„ზოდიაქოთი ვარ ქალწული...“ - როგორი წელი ექნება კოსტას

კოსტა სანიკიძე

„ღამის პრაიმ თაიმის“ სტუმარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი იყო, სადაც მიწვეულ სტუმრებს უთხრა, როგორი წელი ექნებათ მათ. ერთ-ერთია „პრამ ჰაუსის“ მონაწილე და ფინალისტი, კოსტა სანიკიძე.

კოსტა ზოდიაქოთი ქალწულია.

„ცოტა ყურადღებით იყავი კოლეგებთან. აქ გყავს ფარული მტერი. ეცადე ყოველთვის ცოტა გაასაიდუმლოო შენი იდეა, პროექტი წინდაწინ არ თქვა, თორემ ამას სხვანაირად შემოგიტირიალებენ. წარმატება შენ დაგეწყება, აპრილის 25 რიცხვის მერე.“- უთხრა მიხეილ ცაგარელმა კოსტა სანიკიძეს.