VIDEO: „მიყვარხარ, მითქვამს მხოლოდ ერთხელ“ - თავისუფალია თუ არა კოსტა სანიკიძის გული

კოსტა სანიკიძე

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, კოსტა სანიკიძე ამბობს, რომ მისი გული თავისუფალია. აქვე განმარტავს, როგორი უნდა იყოს ქალი, რომ ის მოხიბლოს.

„სიყვარული არის მდგომარეობა, რომლის გარეშეც, მე პირადად, არ შემიძლია არც სუნთქვა, არც შემოქმედება, არც გაღვიძება-დაძინება. ძალიან დიდი ენერგიის მატარებელი გრძნობაა, რომელიც გკვებავს. გულწრფელად ქალისთვის ერთხელ მითქვამს, რომ მიყვარს. მიჭირს ხოლმე...

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქალის მდგომარეობა. ყველაზე მაგრად მხიბლავს როგორი მანერა აქვს, როგორი აზრი, შეხედულებები აქვს, როგორ ლაპარაკობს... თავისუფალი, ერთი უბრალო ტიპი ვარ, რომელსაც ქალთან ურთიერთობა, ქალის ენერგია უყვარს.“ - ამბობს კოსტა სანიკიძე.

ნახეთ ვრცლად ↓