„ვრცელდება ინფორმაცია, ლელა კაკულიამ „გიორგი ბრწყინვალის“ ვინაობა დაასახელაო...“ - რას წერს წინასწარმეტყველი ოფიციალურ გვერდზე

ლელა კაკულია

წინასწარმეტყველ ლელა კაკულიას ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებული განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ინტერნეტით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს ქალბატონმა ლელა კაკულიამ "გიორგი ბრწყინვალის" ვინაობა დაასახელა და „აღიარა“, რომ ეს ლევან ხაბეიშვილია. კატეგორიულად ვაცხადებთ: ქალბატონ ლელას ასეთი რამ არ უთქვამს! საერთოდ ლევან ხაბეიშვილზე ერთი სიტყვაც არ აქვს ნაწინასწარმეტყველები და გამოქვეყნებული! გავრცელებული ხმები არის წმინდა წყლის ტყუილი, აბსურდი, რომელიც ვიღაცის „პოლიტიკურ თავში“ მომწიფდა და მერე რაღაც გაუგებარ პორტალზე იშვა. უბრალოდ, ვიღაცები ფუჭად ოცნებობენ - ძალიან ფუჭად! წინასწარმეტყველების მორგება შეუძლებელია!

„გიორგი ბრწყინვალე“ აბსოლუტურად სხვა პიროვნებაა და ამას ვერავინ გადააკეთებს თავის გემოზე.“ - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.