VIDEO: „მეტყველების უნარი ცოტა დამიქვეითდა...“ - ბარბარას სიმღერა რეკორდებს ხსნის

ბარბარა სამხარაძე

ბარბარა სამხარაძემ პირველი საავტორო სიმღერა გამოუშვა. სიმღერას სახელწოდებით Ocean Side, ოთხ დღის განმავლობაში უკვე 227 ათასზე მეტი ნახვა აქვს. ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და გულშემატკივრობისთვის ყველას მადლობას უხდის. 

„მადლობაზე მეტი თუ რამე არსებობს ამ სამყაროში, დამიწერეთ და გეტყვით. არ წყდება ესემესები, მოლოცვები, არ წყდება ვიდეოების გამოგზავნა პირად შეტყობინებაში, სადაც სიმღერებს ბავშვებს ასმენინებენ და ისინიც ბედნიერები უსმენენ. სიმღერას უსმენენ სხვადასხვა ორგანიზაციაში, მანქანებში, ტელეფონებში. რა უნდა მომღერალს ამის მეტი?

ეს სიმღერა დავწერე 3 წლის წინ. ძალიან ღრმა ფიქრებში ვიყავი. შესაძლოა, იმ მდგომარეობას დეპრესიაც დავარქვათ. კლასიკურად, ხელოვნება ბედნიერების ჟამს არასდროს იქმნება. ცოტა მძიმე პერიოდი უნდა იყოს ცხოვრებაში, რომ ისეთი რაღაც შექმნა, რაც ყველას სულამდე მივა...

თუ ეს სიმღერა მოგწონთ, ესეიგი თქვენ ჩემი პიროვნება მოგწონთ. მეტყველების უნარი ცოტა დამიქვეითდა ამ დღეების მანძილზე იმდენად ბედნიერი ვარ“,- ამბობს ბარბარა სამხარაძე.