გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა
1779282339
მსახიობმა ლევან ხურცია და იურისტმა მარიამ კუბლაშვილი გადაცემაში დილა მშვიდობისა საქართველო ოჯახურ ურთიერთობებსა და „ვეფხისტყაოსნის“ დადგმის ირგვლივ განვითარებულ გამოხმაურებაზე ისაუბრეს.
ლევან ხურციას თქმით, ურთიერთობაში მთავარი ერთმანეთისადმი მუდმივი მიზიდულობა და მხარდაჭერაა, მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა. მარიამ კუბლაშვილმა კი აღნიშნა, რომ სიყვარულს ყოველდღიური ზრუნვა, მოთმინება და შრომა სჭირდება.
საუბრისას ლევან ხურცია შეეხო „ვეფხისტყაოსნის“ დადგმის შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კრიტიკასაც. მისი თქმით, სპექტაკლიდან გავრცელებული ფოტოები არასწორად იქნა აღქმული, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის მეუღლის მხარდაჭერა აღმოჩნდა. მსახიობმა აღნიშნა, რომ მარიამ კუბლაშვილი სპექტაკლის ნახვის შემდეგ მსახიობებს მიულოცა და მხარდაჭერა გამოუცხადა, რის შემდეგაც საზოგადოების კრიტიკას აღარ ანიჭებს მნიშვნელობას. ხურციას განცხადებით, მისთვის მთავარი რეჟისორის, მეუღლისა და იმ მაყურებლის აზრია, ვინც სპექტაკლი ნახა.