დაკავებულია მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში ავტომობილით შევარდა

დაკავებულია მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში ავტომობილით შევარდა

სამართალდამცველებმა დააკავეს მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში ავტომობილით შევარდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა, რომელმაც შლაგბაუმი დააზიანა და ჭიშკარი შეანგრია.