„ახლა გავარკვიე, 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული…“ - გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა
1779220355
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პანკისის ხეობაში დაკავებულ პირებს ბრალი წარედგინათ.
საქმე ეხება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას.
საქართველოს სამი მოქალაქე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით დააკავა. სპეცოპერაცია პანკისის ხეობის სოფლებში - ომალოში, ბირკიანსა და ჯოყოლოში ჩატარდა.
სპეცოპერაციის შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სხვადასხვა სახის ნივთმტკიცებასთან ერთად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ასევე ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკები.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 10-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.