ჯარიმა 1000 ლარი და პროდუქციის კონფისკაციაა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია
1779299235
1980 წლის 13 ივნისს, ტეხასის პატარა ქალაქ უაილში მომხდარმა მკვლელობამ მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო. საქმე, რომელიც მოგვიანებით არაერთი წიგნისა და სერიალის შთაგონებად იქცა, აკრძალული სიყვარულის, ღალატისა და სისხლიანი დაპირისპირების ისტორიას უკავშირდება.
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ეკლესიის მრევლის წევრები - კენდი მონტგომერი და თავისი მეგობრის მეუღლე, ალან გორი ერთმანეთს დაუახლოვდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ორივეს ოჯახი და შვილები ჰყავდა, მათ შორის ფარული რომანი დაიწყო. წყვილმა ურთიერთობისთვის მკაცრი წესებიც კი შეიმუშავა, რათა ოჯახები არ დაენგრიათ და ყველაფერი საიდუმლოდ შეენარჩუნებინათ.
1980 წლის ივნისში ალანის მეუღლემ, ბეტი გორმა, კენდი საკუთარ სახლში მიიწვია და პირდაპირ ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მის ქმართან რომანი. საუბარი მალევე ტრაგედიად გადაიქცა. გამოძიების ინფორმაციით, ქალებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რომლის დროსაც ბეტი გორი მოკლეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ მის სხეულზე 41 ჭრილობა აღმოაჩინა.
მომხდარმა პატარა ქალაქის მცხოვრებლები შეძრა, რადგან კენდი მონტგომერი ადგილობრივად სამაგალითო დედად, ეკლესიის აქტიურ წევრად და კეთილშობილ ქალად მიიჩნეოდა. სასამართლოზე კენდი ამტკიცებდა, რომ თავს იცავდა და მომხდარის დეტალები არ ახსოვდა. საბოლოოდ, ნაფიცმა მსაჯულებმა იგი უდანაშაულოდ ცნეს.
საქმის დასრულების შემდეგ კენდი მონტგომერი ჯორჯია-ში გადავიდა საცხოვრებლად, მოგვიანებით კი ფსიქოთერაპევტად დაიწყო მუშაობა. ეს ისტორია დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ კრიმინალურ საქმედ ითვლება ამერიკაში.