ბაქო-თბილისის მატარებლით მგზავრობის ტარიფები ცნობილია
1779277811
საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა, რომელმაც შლაგბაუმი დააზიანა და ჭიშკარი შეანგრია.
როგორც ავტომობილის მფლობელი 'რადიო თავისუფლებასთან“ ამბობს, მისი მშობლები მანქანას ვებსაიტის მეშვეობით აქირავებენ. ამ შემთხვევაშიც, მათთვის უცხო კაცი მათ დაუკავშირდა, რის შემდეგაც ავტომობილი მიაქირავეს; ჯერ სხვა დეტალები არ იცის, თუმცა ამბობს, რომ კაცის მონათხრობის თანახმად, იგი საჭესთან ცუდად გახდა და ამიტომ შეეჯახა შლაგბაუმსა და ჭიშკარს.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია.