მარკ რუტე: ევროპამ რუსეთთან დიალოგის საკითხი თავად უნდა გადაწყვიტოს

რუტე

ნატოს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებით, ევროკავშირმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სურს, თუ არა მას რუსეთთან უკრაინის საკითხთან დაკავშირებით პირდაპირი დიალოგის დაწყება.

ნატოს შტაბ-ბინაში გამართული პრესკონფერენციის დროს რუტემ არ ისურვა ესაუბრა იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრზე და ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტზე მარიო დრაგიზე, რომელსაც ევროპაში რუსეთთან ერთ-ერთ სავარაუდო მომლაპარაკებლად განიხილავენ.

„მარიო დრაგი ჩემი ახლო და პირადი მეგობარია, არ ვაპირებ განცხადების გაკეთებას, თუ ვინ უნდა იტვირთოს აღნიშნული როლი. პირველ რიგში, ევროკავშირმა თავად უნდა გადაწყვიტოს, თუ რა როლის შესრულება სურს. თუ პასუხი იქნება დადებითი, მაშინ უნდა შედგეს დებატები, თუ ვინ შეასრულებს ამ როლს“, - განაცხადა რუტემ.