რამდენად იყიდით ოქროს - ბოლო მონაცემები
1770393594
მომღერალი გიორგი შალვაშვილი სტუმრად გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ იმყოფებოდა, სადაც სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:
წამყვანის კითხვას: დედის ოცნებას, რომ შვილიშვილი ჰყოლოდა, აასრულებთ? - მან ასე უპასუხა:
„არ ვიცი ხვალ და ზეგ რა იქნება, მაგრამ მყავს მე არაჩვეულებრივი მეგობრები, მაგალითად აშშ-ში, რომელსაც აქვს არაჩვეულებრივი იდეა, რომ ავირჩიო მეგობარი, თუ არ გინდა ამდენი პასუხისმგებლობები და ბავშვს დედაც ჰყავდეს და მამაც ჰყავდეს... დამაფიქრა ამ თემამ. თუმცა მგონია რომ ადრეა არადა 48 წლის ვარ.
ნანის დავარქმევდი გოგოს. დედის სახელი აუცილებლად.
მამაჩემი სულ ამბობდა ჩემი სახელი არ დაარქვათ, რა დასარქმევია რომანიო, მაგრამ არა - რომანს დავარქმევდი ბიჭს. სიყვარულის ოსტატი იყო მამაჩემი. მან დაიმსახურა, იმიტომ რომ სიკვდილის გზით გამარჯვებულია სიყვარულია მამაჩემი, რადგან ჩვენ გაგვწირა და წავიდა მასთან“, - ამბობს გიორგი.